"ხალხის ძალის" მეორე კანონპროექტიც ინიცირებულია
“ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, პირველი მოსმენის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ცოტა ხნის წინ კანონპროექტი, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგია, ბიუროს სხდომაზე წარადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ითარგმნა, შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონიდან, ოპოზიციის ნაწილი მაინც ამტკიცებს, რომ ხალხის ძალის მიერ მომზადებული კანონის მიღება დაუშვებელია და ის საქართველოს ინტერესებს დააზიანებს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
