მე-12 დღეა ბაკურიანი ზამთრის სპორტის სახეობების 2023 წლის მთავარი ჩემპიონატის მასპინძელია
მე-12 დღეა ბაკურიანი ზამთრის სპორტის სახეობების 2023 წლის მთავარი მოვლენის, ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელია. ამ წუთებში დიდველის მთაზე სნოუბორდის სლოუფსტაილის ფინალები მიმდინარეობს. ასევე ოფიციალურ ვარჯიშებს ატარებენ ჰალფ ფაიფის დისციპლინის მონაწილე სპორტსმენები. ტურნირის მსვლელობისას საქართველო საერთაშორისო მედიის ეპიცენტრშია, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
