ქართველი კალათბურთელების წარმატების შესახებ ხელისუფლების პირველმა პირებმა დაწერეს სოციალურ ქსელში
„გილოცავთ! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.“ - წერს პრემიერ-მინისტრი. გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას! შექმენიისტორია- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. „საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, გილოცავთ!“ - წერია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. კალათბურთელებსა და საზოგადოებას ულოცავს თბილისის მერი კახა კალაძეც.
