"აღმოაჩინე საქართველო ITB ბერლინზე"
“აითიბი ბერლინის” ტურისტული გამოფენა 6 მარტს, დამთვალიერებელს საზეიმო გახსნაზე ეპატიჟება. საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ისტაგრამზე გამოქვეყნდა სუხიშვილების ცეკვის რეპეტიციაა. „გსურთ გაეცნოთ ქართულ კულტურას, ეროვნულ ფოლკლორსა და ტრადიციულ ცეკვებს? საქართველო აითიბი 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა, რომელიც ცნობილია უნიკალური და მრავალფეროვანი კულტურით. მობრძანდით გამოფენაზე და აღმოაჩინეთ საქართველო აითიბი ბერლინზე“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში.
