კორონავირუსის წარმოშობის წყარო
„კოვიდ-19-ის“ ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი ავრცელებს. ამერიკული მედიის ცნობით, დეპარტამენტის შეფასება ახალ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება.
