დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ
საკითხზე დღეს ბერკშირში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართება. არსებული პროტოკოლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში შესული რიგი საქონელი შემოწმებას ექვემდებარება. სწორედ ამ პროტოკოლის შეცვლა სურს დიდ ბრიტანეთს.
