სილამაზის სალონების შემოწმება რუსთავში
რუსთავის მერია, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კონცეფციის კიდევ ერთი კომპონენტზე იწყებს მუშაობას. მერია ამჯერად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სერვისების განახლებას აანონსებს. დაიწყება ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური შემოწმება.
