ხანდაზმულთა საჭიროებები და უფლებები
ხანდაზმულთა უფლებებსა და საჭიროებებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. თამარ ბარკალაიას განმარტებით, მსოფლიოში, ჯანდაცვის მიმართულებით ტექნოლოგიური წარმატებების, მედიცინისა და ეკონომიკის განვითარების პარალელურად, გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა.
