“ცესკო“ 29 აპრილს შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეებს მოუწოდებს დროულად გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურები
“ცესკო“ 29 აპრილს შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეებს მოუწოდებს დროულად გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურები. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი. 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს, დანარჩენ უბნებზე კი საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება.
