ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის კოდექსზე მსჯელობენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის კოდექსზე მსჯელობენ. დოკუმენტი ითვალისწინებს თავდაცვის რეფორმას, ერთ-ერთი საკითხი კი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემოღებას ეხება, რომლის მიხედვითაც წვევამდელი სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის.
