ბაკურიანში, ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება
ბაკურიანში, ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის მე-12 დღეს, დიდველის მთაზე სნოუბორდის სლოუფსტაილის ფინალები გაიმართება. ასევე დაგეგმილია ოფიციალური ვარჯიშები ჰალფ ფაიფის დისციპლინაში. გუშინ კი გაიმართა სლოუფსტაილის საკვალიფიკაციო ეტაპები, სადაც ორი ქართველი- ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი მონაწილეობდნენ. ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ, თუმცა მომდევნო შეჯიბრში მონაწილეობისთვის საჭირო ქულები მაინც დააგროვეს.
