ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ თამაშს, პრემიერ-მინისტრი, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა და მსოფლიო ჩემპიონატზე, წარმატება უსურვა.
