მიხეილ სააკაშვილის, მისი ბიძის თემურ ალასანიას, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი დამფინანსებლის წარსულსა და გამდიდრების სკანდალზე, რეპორტაჟი “იმედის კვირამ” მოამზადა
მიხეილ სააკაშვილის, მისი ბიძის თემურ ალასანიას, ასევე ნაციონალური მოძრაობის მთავარი დამფინანსებლის წარსულსა და გამდიდრების სკანდალზე, რეპორტაჟი “იმედის კვირამ” მოამზადა. სიუჟეტი ეყრდნობა საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებსა და საერთაშორისო გამოძიების მასალებს. საუბარია ყოფილი ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნების, ვიქტორ ბუტისთან კავშირებსა და იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემაზე . სააპელაციო სასამართლოში, დღეს დავით კეზერაშვილის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება, თავდაცვის ყოფილ მინისტრს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
