"თავდაცვის კოდექსი"
ამ წუთებში თავდაცვის კოდექსზე მსჯელობა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იწყება. დოკუმენტი ითვალისწინებს თავდაცვის რეფორმას, ერთ-ერთი საკითხი კი, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემოღებას ეხება, რომლის მიხედვითაც, წვევამდელი სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
