"ხალხის ძალა" მიხეილ სააკაშვილის უცხოელი პატრონების კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოებრივი მოძრაობა საუბრობს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე, ამბობენ რომ კამპანიაში ჩართულები არიან სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები და საერთაშორისო მედია. “ხალხის ძალის” განცხადებით, სააკაშვილზე ზრუნვა კითხვებს აჩენს. განცხადებაში საუბარია ორ ვერსიაზე, ერთი ვერსია ახალი ომის დაწყებას, მეორე კი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებას ეხება.
