ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება და დღეს შეჯიბრებები სამ დისციპლინაში ჩატარდა. ფრისკის სლოუფ სთაილში ორი ქართველი სპორტსმენი კვალიფიკაციაში ჩაერთო, ხოლო სკი კროსის ფინალში დავით თედიაშვილი გამოვიდა, რა დროსაც დაშავდა. პარალელურად გამოვლინდნენ ჩემპიონები, როგორც სკი კროსში, ასევე ორმაგ მოგულში.
