დღეს ფლორენციაში ქართულ-იტალიური ინტერნეტ ტელევიზია გაიხსნება
დღეს ფლორენციაში, ქართულ-იტალიური ინტერნეტ ტელევიზია გაიხსნება. ეს არის ფართომასშტაბიანი ინტერნეტ-პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე და უზრუნველყოფს მათ საინფორმაციო მხარდამჭერას. პლატფორმაზე განთავსდება როგორც სტატიები და ვიდეო გადაცემები, ასევე ყველა ის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია, რაც ემიგრანტებისთვისაა მნიშვნელოვანი.
