ანსამბლ "ერისიონმა“ გენერალური რეპეტიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართა
ანსამბლ „ერისიონმა“ გენერალური რეპეტიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და საქართველოში მოქმედი საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მიზანი, ქართული კულტურისა და ტრადიციული ფოლკლორის შესახებ ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციაა.
