პუტინი დასავლეთის მიზნებზე
დასავლეთს თავიდანვე რუსეთის დაშლა ჰქონდა მიზნად დასახული. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა პროგრამა „მოსკოვი, კრემლი, პუტინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, მოსკოვს რომ დასავლეთისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია, რუსული ეთნოსი საერთოდ აღარ იარსებებდა და სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ახალი ტერიტორიული წარმონაქმნები გაჩნდებოდა, რომლებსაც დასავლეთი ადვილად გააკონტროლებდა.
