ბერლინში 73-ე საერთაშორისო კინო ფესტივალი დასრულდა
ბერლინში 73-ე საერთაშორისო კინო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალის მთავარი პრიზი ფრანგი რეჟისორის, ნიკოლა ფილიბერის დოკუმენტურმა ფილმმა „ადამანტზე“ მიიღო. ჟიურის დიდი პრიზი კი წილად გერმანელ რეჟისორს, კრისტიან პეტცოლდს ხვდა, ფილმისთვის „წითელი ცა“. „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის 8 წლის სოფია ოტეროს გადაეცა მთავარი როლისთვის, ესპანურ დრამაში „ფუტკრების 20 000 სახეობა“. საუკეთესო სცენარისტად კი გერმანელი, ანგელა შანელეკი აღიარეს.