კახეთში, ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა
კახეთში, ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროცესი, დახურული იყო. ორი წლის გოგონა 23 თებერვალს სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში ბებიამ მიიყვანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოგონაზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მცირეწლოვანის მამა დააკავა, რომელიც ბრალს აღიარებს.
