ვაშინგტონში დარწმუნებულნი არიან, რომ პეკინი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს
ვაშინგტონში დარწმუნებულნი არიან, რომ პეკინი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა განაცხადა. უილიამ ბერნსის თქმით, ჩინეთში რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში პეკინი ვაშინგტონისგან მკაცრ პასუხს მიიღებს.
