ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10-ე პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10-ე პაკეტი დაამტკიცა. ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში“ 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და საგარეო დაზვერვის სამსახური. სანქციები დაუწესდა სამ უმსხვილეს ბანკს, „ალფა ბანკს,“ „ტინ კოფს“ და „როს ბანკს,“რომელთა აქტივებიც ევრო კავშირის ტერიტორიაზე გაიყინება. სანქციები გავრცელდება მედია ჯგუფ „რაშა თუდეისა“ და სააგენტო „სპუტნიკის“ არაბულ რედაქციებზე. სასანქციო სიაში არიან შეყვანილი ომბუცმენი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს თავმჯდომარე.
