კანონი რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მიუღებელს უწოდებს, ისეთ ქვეყნებში მოქმედებს როგორიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო.
კანონი რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მიუღებელს უწოდებს, ისეთ ქვეყნებში მოქმედებს როგორიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებისთვისაც და მესამე სექტორისთვისაც გამჭვირვალობა გაჯანსაღების გზა იქნება. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ როდესაც პირი საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის პროცესშია ჩართული მისთვის ფინანსური ანგარიშ ვალდებულების ფორმით გამჭვირვალობა აუცილებელი კომპონენტია, იმისთვის, რომ ქვეყანაში კორუფციის რისკები კიდევ უფრო შემცირდეს.
