ერთი ნაბიჯი ისტორიულ წარმატებამდე
ერთი ნაბიჯი ისტორიულ წარმატებამდე. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი ორი კვირით ადრე გაიყიდა. მატჩი თბილისი არენას დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება.
