"იულიუს კეისარი"
"იულიუს კეისარი". ასე ჰქვია რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლს, რომლის პრემიერა თბილისის ისტორიის მუზეუმში შედგა. რეჟისორმა სპექტაკლი კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით დადგა. უილიამ შექსპირის ხუთ მოქმედებიანი ტრაგედია პომპეუსის შვილების დამარცხების შემდეგ, რომში დაბრუნებული იულიუს კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასა და მის სიკვდილს ეხება. პრემიერას კულტურის, მინისტრი დაესწრო.