პრემიერი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ მინისტრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის მსვლეოლობა განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბაკურიანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში განხორციელებული პროექტებისთვის 270 მილიონი ლარი გამოყო. როგორც იოჰან ელიაშმა აღნიშნა, საქართველოში პირველად ტარდება ასეთი მაღალი დონის შეჯიბრი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.
