შალვა პაპუაშვილი კასიანოვის განცხადებას აფასებს
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ანდრეი კასიანოვის განცახდებას გამოეხმაურა და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეახსენა, მაშინ, როცა უკრაინა იბომბებოდა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები იკეტებოდა, საქართველოს საელჩოს კარი ღია იყო და ქართული დროშა ალყა შემორტყმულ კიეში ფრიალებდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა რადას ხელმძღავნელთან რუსლან სტეფანჩუკთან, რომელმაც ქვეყანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პირადი კომუნიკაციის გარდა, რადას თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილისთვის მადლობის წერილი ტვიტერზეც საჯაროდ გამოაქვეყნა.
