საბჭოთა ოკუპაციის დღე
დღეს ყველაზე ხშირად გვესმის ფრაზა, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოსთვის უცხო არ არის. ეს ფრაზა ყველაზე კარგად სწორედ 25 თებერვალს ესადაგება. 102 წლის წინ ეს დღე იყო ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ყველაზე საამაყო თავგანწირვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალი ისტორიის დასაწყისი. საბჭოთა რუსულ არმიასთან მებრძოლი იუნკრების ხსოვნა და პატივისცემა ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იქნება. დღეს მათი გმირობა და თავდადება კიდევ ერთხელ გაიხსენეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დღეს მიმდინარე ომისა და ოკუპაციის ფონზე, ბრძოლას თავისუფლებისთვის ყოველთვის აქვს აზრი.
