რუსთავის შემოსასვლელის და მოედნების რეკონსტრუქციის პროექტი
რუსთავის მერიამ, ქალაქის შემოსასვლელის და მოედნების რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპის განხორციელება დაიწყო. სამუშაოები ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარეობს. პროცესს, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო.