ევა კაილიმ იმუნიტეტის მოხნის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ევროპარლამენტის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ევა კაილიმ მისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო წერს. ადვოკატის განცხადებით პროკურატურის მოთხოვნა, ევა კაილისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე გაუმართლებელი იყო. შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინოც დააკავა.