აკია ბარბაქაძის მიერ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დაანონსებულ აქციებს ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა
აკია ბარბაქაძის მიერ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დაანონსებულ აქციებს ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის პროტესტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას შეეხება მათთვის მისაღებია. თავად პარტია, კი ქუჩაში იდგება იქამდე, სანამ პატიმარ სააკაშვილს ციხიდან არ დაიხსნიან. აკია ბარბაქაძის გუშინდელი განცხადება პარტია სტრატეგია აღმაშენებლისთვის ეგრეთ წოდებული გაქცეული სიტყვა აღმოჩდა, რომელიც მეტად უფრო გააზრებული უნდა ყოფილიყო. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებმა უკვე სერიოზულობა დაკარგა რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის რადიკალურ ოპოზიციას. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გაუფასურდა ყველაფერი, მათ შორის ის, რაც დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
