გარიგება საქართველოს წინააღმდეგ
ქრონიკის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დედას უთხრეს, რომ არც მას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება ,რომელ ლობისტურ კომპანიასთან ითანამშრომლებენ. გიული ალასანიამ ამერიკული კომპანიის უშედეგო მუშაობაზე ღიად ორი დღის წინ ისაუბრა. ირკვევა, რომ აკერმანისთვის მსჯავრდებული პატიმრის დედას დამატებით 175 ათასი დოლარის გადახდა არ სურდა. გიული ალასანიას განცხადებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არა თანმიმდევრული აღმოჩნდა, ერთის მხრივ ჯერ ამბობდა, რომ ლობისტებით უკმაყოფილები იყო, თუმცა შემდეგ ეს პოზიცია საჯაროდ შეცვალა. ამ თემაზე დღეს გიული ალასანიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ კომპანია აკერმანის მიმართ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. თემაზე განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც.
