შალვა პაპუაშვილი კასიანოვის განცხადებას აფასებს
მაშინ, როცა უკრაინა იბომბებოდა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები იკეტებოდა, მაშინ საქართველოს საელჩოს კარი ღია იყო და ქართული დროშა ალყა შემორტყმულ კიეში ფრიალებდა. ეს განცხადება დღეს შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა რადას ხელმძღავნელთან რუსლან სტეფანჩუკთან, რომელმაც ქვეყანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პირადი კომუნიკაციის გარდა, რადას თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილისთვის მადლობის წერილი ტვიტერზეც საჯაროდ გამოაქვეყნა. რაც შეეხება კასიანოვის განცხადებას, პაპუაშვილი განმარტასვ, რომ მნიშვნელოვანია უკრაინას საქართველოში ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი წარმოადგენდეს.
