საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიაში 2012 და 2014 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდები მონაწილეობდნენ. 2012 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის ჩემპიონი აზერბაიჯანის „საბაჰი“, 2014 წელს დაბადებულებში კი „დინამო ბათუმი“ გახდა. გამარჯვებულები და პრიზიორები ორგანიზატორებმა საპატიო მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
