სემინარი ჟურნალისტებისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ, თბილისში ქართველი ჟურნალსიტებისთვის სამ დღიანი სემინარი გამართა. საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ცენტრალური და რეგიონული მედია საშუალებებიდან, 20-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. სამი დღის განმავლობაში ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს საგამოძიებო ჟურნალისტიკის პრაქტიკული, თეორიული და ეთიკური მიმართულებით. სემინარები გამომძიებელი ჟურნალისტების გლობალური ქსელის დირექტორთა საბჭოსა და რადიო თავისუფლების გამოცდილმა ტრენერებმა ჩაატარეს.
