„ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“
„ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“. ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ხონში, 2023-2025 წლებში განხორციელდება და რომლის მიზანს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ვებ გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ ონლაინ რეჟიმში გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებას, ჩატარდება მაშტაბური ადგილობრივი საინვესტიციო ფორუმი; შეიქმნება ადგილობრივი პროდუქციის საგამოფენო სივრცეები სოფელ გორდში.
