ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში
ჯანდაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მაღალი დონის ღონისძიება შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა გახსნა. მინისტერიალის მიზანი, მსოფლიოში, პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულებით, არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვაა. ღონისძიებაზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, საქართველოს მოსახლეობისთვის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
