თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას. აცხადებენ თბილისის მერიაში.
