ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კანონპროექტის დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ეს იმ ფონზე, როდესაც უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივა, ევროპარლამენტშიც გაჟღერდა. ცნობისთვის, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონები სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. ერთერთია ავსტრალია რომელთა კანონშიც ვკითხულობთ:2018 წლის აპრილში ავსტრალიის მთავრობამ დანიშნა ეროვნული კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელია უცხოური ჩარევის საკითხებზე. ავსტრალიაში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაციის გადაცემა შესაძლო უცხოური ჩარევის აქტივობის შესახებ.ცხელი ხაზი მოქმედებს ახალ ზელანდიაშიც. აქ უცხოურ ჩარევად განიხილება როდესაც უცხო სახელმწიფო ცდილობს მოახდინოს გავლენა ახალი ზელანდიის ინტერესებზე, დაარღვიოს ან ძირი გამოუთხაროს მათ ფარული, მცდარი, კორუფციული ან მუქარის შემცველი საშუალებებით. შემდეგია დიდი ბრიტანეთი რომელიც მსგავსი კანონის არსებობას ასე ხსნის: მთავრობა ამ ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს, რომ გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები დაცული იყვნენ ფარული გავლენისგან და საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ჩვენს პოლიტიკურ საქმეებში უცხოური გავლენის ბუნებისა და მასშტაბის შესახებ.
