რადიკალების გეგმები
სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე აქციებს აანონსებს. ამის შესახებ მან გუშინ, პარლამენტის შენობის წინ გამართულ, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, აქციას სხვადასხვა პარტიები მათ შორის “ ნაციონალური მოძრაობაც” შეუერთდება. სამხედრო ექსპერტმა მოსახლეობას აქტიურობისკენ და “ძალაუფლების” ხელში აღებისკენ მოუწოდა. ქრონიკის ინფორმაციით, ამ განცხადებების შემდეგ, მასსა და აქციის ორგანიზატორებს შორის, დაპირისპირება მოხდა, რადგან როგორც ჩანს, რადიკალები, სამოქმედო გეგმებზე ღიად საუბარს ამ ეტაპზე, არ აპირებდნენ.
