გარიგება საქართველოს წინააღმდეგ
ქრონიკის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დედას უთხრეს, რომ არც მას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება ,რომელ ლობისტურ კომპანიასთან ითანამშრომლებენ. გიული ალასანიამ ამერიკული კომპანიის უშედეგო მუშაობაზე ღიად ორი დღის წინ ისაუბრა. ირკვევა, რომ აკერმანისთვის მსჯავრდებული პატიმრის დედას დამატებით 175 ათასი დოლარის გადახდა არ სურდა. გიული ალასანიას განცხადებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არათანმიმდევრული აღმოჩნდა, ერთის მხრივ ჯერ ამბობდა, რომ ლობისტებით უკმაყოფილები იყო, თუმცა შემდეგ ეს პოზიცია საჯაროდ შეცვალა. მმართველი გუნდის განცხადებით, ალასანიას სწორედ ის ძალა მართავს, რომელსაც, არა მიხეილ სააკაშილის თავისუფლება არამედ, ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის აგორება სურთ. ამ პოზიციას იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც.
