გელათის სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიაქო უხელმძღვანელებს
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათ მცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრო.
