უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, კანონ პროექტზე მომავალი კვირიდან, პარლამენტი საკომიტეტო განხილვებს დაიწყებს. პარლამენტის წევრებს მოუწევთ არჩევანი გააკეთონ ქართულ რეალობას მორგებულ კანონ პროექტსა და ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგს შორის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ისინი დაფინანსების გამჭირვალობას მიესალმებიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, განხილვების შემდეგ მიიღებენ.
