სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები დაუშვეს პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა სამთავრობო შენობაზე. ასევე დროშები დაუშვეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
