საბჭოთა ოკუპაციის დღე
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.
