საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების განცხადება
ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის – ამ შინაარსის განცხადებას საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ავრცელებენ. როგორც ტექსტშია აღნიშნული, 2023-ი წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
