რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია
რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. პრობლემა რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიურმა თოვამ და ქარბუქმა შექმნა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
