ქართველი სპორტსმენის პირველი წარმატება ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.
ქართველი სპორტსმენის პირველი წარმატება ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. დავით თედიაშვილმა სკი-კროსის კვალიფიკაცია დაძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, რომელიც ხვალ გაიმართება. დღეს ასევე კიდევ ორი ქართველი მოთხილამურე გამოდიოდა: ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე, თუმცა მათ საუკეთესო ოცდათორმეტ სპორტსმენს შორის მოხვედრა ვერ შეძლეს. მსოფლიო ჩემპიონატი 16 თებერვალს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.
