თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. პირად შემადგენლობას საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლეს და სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის ოკუპაციის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები გააცნეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპაციის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტი-საოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს.
